ოლივერ ვარჰეი - დღევანდელი გადაწყვეტილებები ფუნდამენტურია გაფართოების პოლიტიკისთვის, ვიმედოვნებთ, ლიდერები დაადასტურებენ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი ვალდებულებას
ეს არის გადამწყვეტი წელი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის და მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით არა მხოლოდ საბჭოსთვის წინადადების წარდგენა, არამედ ასევე გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საბჭოს დასკვნითი გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს იქნა მიღებული, არის ფუნდამენტური გაფართოების პოლიტიკის ნებისმიერი პროგრესისთვის, ასევე, გაფართოების წინსვლისთის.
„ვფიქრობ, საბჭოს დასკვნამ დიდწილად დაადასტურა ყოვლისმომცმველი ანგარიში, რომელიც წარვუდგინეთ საბჭოს 10 კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით. პირველად ჩვენ გვაქვს 10 ქვეყანა, რომელთა შესახებაც ანგარიში მოვამზადეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ანგარიშები და რეკომენდაციები ქვეყნების დამსახურებებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყო საბჭოს მიერ. ვფიქრობ, ეს ასევე აჩვენებს, რომ სამუშაო, რომელიც შესრულდა საბჭოსთან ერთად, შედეგებს იღებს. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ იქნება ეს ასახული ლიდერების სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ყველა ველოდებით ამ კვირაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ასევე შეთანხმდებიან, რაც იქნება ძლიერი გზავნილი, რომელიც დაადასტურებს დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისადმი ვალდებულებას“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.