ოლივერ ვარჰეი - ჩვენ გვინდა, რომ დავეხმაროთ ქვეყანას განვითარებაში, ევოლუციაში და ეს უნდა იყოს ყოველდღიური პროცესი და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელშესახები
ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირი ძალიან დიდი მხარდაჭერის მქონეა საქართველოს მოსახლეობაში, – ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირს სურს, დაეხმაროს ქვეყანას განვითარებაში, ევოლუციაში და ეს უნდა იყოს ყოველდღიური პროცესი და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელშესახები.
„ჩვენ ვმუშაობთ, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, არამედ გავზარდოთ ეს მხარდაჭერა. მე თავიდანვე ვახსენე პირველივე სამუშაო დღე, როდესაც ეს დახმარების პაკეტი შევიმუშავეთ, ეს ინფორმაცია ჩამოვიტანე საქართველოში და ჩვენ ვაძლიერებთ ამ გზავნილს და ჩვენს ჩართულობას საქართველოსთან მიმართებით, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რასაც ამ პაკეტით გავაკეთებთ, არის ის რეფორმები, რომლებიც უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში და ეს დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას ადგილზევე. ჩვენ გვინდა, რომ ძალიან აქტუალური იყოს ეს დახმარება ქართველი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ გვინდა, რომ დავეხმაროთ ქვეყანას განვითარებაში, ევოლუციაში და ეს უნდა იყოს ყოველდღიური პროცესი და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელშესახები. ამ გეგმით, ჩვენ ამას შევძლებთ“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.