ოლივერ კასკი - მედია უნდა ებრძოლოს სიძულვილის ენის გამოვლინებას, დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, აღიკვეთოს ამგვარი ტიპის ქცევა
მედია თავადაც უნდა ებრძოლოს სიძულვილის ენის გამოყენებასა და გამოვლინებას, დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღიკვეთოს ამგვარი ტიპის ქცევა, – ამის შესახებ მოსამართლემ, ვენეციის კომისიის ესტონელმა წევრმა, ოლივერ კასკმა საქართველოს პარლამენტში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარე შეხვედრაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.
შეხვედრაზე პანდემიის ფონზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს.
„სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საუკეთესო პრაქტიკა არის თვითონ მასმედიის როლი, არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ კერძო მასმედიის. ეს ვალდებულებაცაა. ექსპერტებმა უნდა მიუთითონ მედიის წარმომადგენლებს, რომ თავი აარიდონ შეურაცხმყოფელ გამოთქმებს. თვითონ მასმედიამ უნდა გამოიჩინოს პროაქტიური როლი იმ კუთხით, რომ თავადაც ებრძოლოს ამგვარი სიძულვილის ენის გამოყენებასა და გამოვლინებას. დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღიკვეთოს ამგვარი ტიპის ქცევა“, – განაცხადა ექსპერტმა.