უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სუმის ოლქში სახელმწიფო საზღვრის ხაზამდე მივიდნენ
უკრაინის შეიარაღებული ძალები სუმის ოლქში სახელმწიფო საზღვრის ხაზამდე მივიდნენ. აღნიშნულის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ოლექსეი დანილოვმა განაცხადა.
„გმირული ეროვნული წინააღმდეგობის მერვე დღე, დავიწყოთ სასწრაფო ამბით, 2022 წელს, აგრესიულ ტერორისტ-სახელმწიფოსთან, რუსეთთან ომის მეშვიდე დღეს, მე-5 სასაზღვრო შენაერთის მესაზღვრეები უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვედანაყოფებთან ერთად სახელმწიფო საზღვრის ხაზამდე მივიდნენ სუმის ოლქში.
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური შესანიშნავად ართმევს თავს დავალებებს და უმოწყალოდ ანადგურებს რუს ოკუპანტების უკრაინის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა დანილოვმა.