ოლაფ შოლცმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ახალი განზომილება უწოდა
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ახალი განზომილება უწოდა.
შოლცის თქმით, ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება „შეესაბამება იმ გზას, რომლითაც პუტინი აწარმოებს ამ ომს“.
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის უტევს სამოქალაქო ობიექტებს – ქალაქებს, სოფლებს, საავადმყოფოებს, სკოლებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
„ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას როგორც ფინანსურად, ისე იარაღის მიწოდებით“, – აღნიშნა შოლცმა.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვას „ომის საშინელი დანაშაული“ და „ალბათ ყველაზე დიდი ადამიანური კატასტროფა“ უწოდა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.