ოლაფ შოლცმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის მიმართ, თქვენ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით, შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას
გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ. თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით. თქვენ დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას. – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო და გერმანია მჭიდრო პარტნიორები არიან.
„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ. თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით. თქვენ დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას. გერმანია საქართველოს 1992 წლიდან უჭერს მხარს ტრანსფორმაციაში, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების გზაზე და ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორები ვართ განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის ფარგლებში და ძალიან გვახარებს მომავალი თანამშრომლობა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.