ოლაფ შოლცი - უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შევთავაზე, რომ მისი არყოფნის დროს გადაწყვეტილების მიღების საშუალება გვქონოდა, ის ჩაფიქრდა და შემდეგ დათანხმდა შეთავაზებას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შევთავაზე, რომ მისი არყოფნის დროს გადაწყვეტილების მიღების საშუალება გვქონოდა, ის ჩაფიქრდა და შემდეგ დათანხმდა შეთავაზებას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ევროკავშირის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საკავშირო მეგობრული ატმოსფეროს სულისკვეთებით, მე შევთავაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომ მისი არყოფნის დროს ამ გადაწყვეტილებას მიღება შეგვძლებოდა. ის დაფიქრდა წინადადებაზე. მე ვთხოვე, ერთი წუთით დაფიქრებულიყო და სპონტანურად არ ემოქმედა, შემდეგ მითხრა, რომ სურდა წინადადების მიღება. შემდეგ კი მივიღეთ გადაწყვეტილება ოთახში მყოფმა 26-მა ქვეყანამ.
ეს ხდება უამრავ დემოკრატიულ პროცესში, როდესაც თქვენ ეხმარებით ერთმანეთს იმის თქმით, რომ „ნამდვილად არ ვეთანხმები, მაგრამ არ მინდა საქმეების შეფერხება“. ეს არის ზუსტად ის, რაც მე ვურჩიე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს და მან ეს მიიღო, როგორც მისთვის შესაძლებლობა. ეს არ არის ის, რაც ყოველ ჯერზე უნდა მოხდეს. ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა გადავწყვიტოთ, როცა ეს შესაძლებელია და ერთად ვიყოთ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.