ოლაფ შოლცი - უკრაინაში ომის შესახებ პუტინის შეხედულებებში ცოტა რამ შეიცვალა და ეს არ არის კარგი ამბავი
უკრაინაში ომის შესახებ პუტინის შეხედულებებში ცოტა რამ შეიცვალა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.
შოლცის თქმით, პუტინთან საუბარი ღირდა, რათა გაეფანტა ილუზიები, თითქოს დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმას აპირებს.
„საუბარი იყო ძალიან დეტალური და კარგი იმის მისახევდრად, რომ ომის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის შეხედულებებში ცოტა რამ შეიცვალა და ეს არ არის კარგი ამბავი“, – განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს.
გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოავლინოს.