ოლაფ შოლცი - სხვები თუ ყოყმანობენ, გერმანიამ შეძლებისდაგვარად უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება
გერმანიამ შეძლებისდაგვარად უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება, თუ სხვები ყოყმანობენ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შოლცის განცხადებით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას თავდაცვით ბრძოლაში ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით, რაც არის დიდი ფინანსური გამოწვევა თავად გერმანიისთვის.
„ეს ომი სავარაუდოდ არ დასრულდება ისე სწრაფად, როგორც ყველა ვიმეოდვნებდით. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს, გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ დღეს, ამ წელს, მომავალ წელს და შემდგომ წელს. ამიტომ თუ საჭიროა, თუ სხვები ყოყმანობენ, ჩვენ შეძლებისამებრ უნდა გავზარდოთ ჩვენი წილი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.