ოლაფ შოლცი - შესანიშნავია, რომ გავიმარჯვეთ, შესანიშნავი შედეგია სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის და ყველა ჩვენგანისთვის
შესანიშნავია, რომ გავიმარჯვეთ. შესანიშნავი შედეგია „სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის“ და ყველა ჩვენგანისთვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრანდენბურგის მიწაზე სამხარეო პარლამენტის არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბრანდენბურგის არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო შოლცისთვის, როგორც კანცლერობის კანდიდატისთვის მომდევნო ფედერალურ არჩევნებზე.
წინასწარი მონაცემებით, გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბრანდენბურგის მიწაზე სამხარეო პარლამენტის არჩევნებში ზედიზედ მერვედ გაიმარჯვა.