ოლაფ შოლცი - შემზარავმა სურათებმა მოაღწია ჩვენამდე, ბუჩაში დახვრეტილია მშვიდობიანი მოსახლეობა, დაუღალავად უნდა გამოვიძიოთ რუსი სამხედროების დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეთ
საშინელმა და შემზარავმა სურათებმა მოაღწია ჩვენამდე უკრაინიდან. ბუჩაში, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ, დახვრეტილია მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დაუღალავად უნდა გამოიძიონ რუსი სამხედროების დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ.
„მოვითხოვ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ წვდომა ამ ტერიტორიებზე, სისასტიკის დამოუკიდებლად დასაფიქსირებლად. ჩვენ დაუღალავად უნდა გამოვიძიოთ რუსი სამხედროების დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეთ“, – წერს ოლაფ შოლცი.
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.