ოლაფ შოლცი - პუტინმა და მისმა ხელშემწყობმა პირებმა განაცხადეს, რომ ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ამას განიხილავენ უფრო ფართო ჯვაროსნულ ლაშქრობად ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ
ოლაფ შოლცი - პუტინმა და მისმა ხელშემწყობმა პირებმა განაცხადეს, რომ ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ამას განიხილავენ უფრო ფართო ჯვაროსნულ ლაშქრობად ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ, დასავლეთისა და ლიბერალური სამყაროს წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილია.

მისივე თქმით, პუტინმა და მისმა ხელშემწყობმა პირებმა ამის შესახებ ნათლად განაცხადეს.

„პუტინმა და მისმა ხელშემწყობმა პირებმა ნათლად განაცხადეს, რომ ეს ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ისინი ამ ომს განიხილავენ უფრო ფართო ჯვაროსნულ ლაშქრობად ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.