ოლაფ შოლცი - უკრაინაში სახმელეთო ჯარები ევროპის ქვეყნებიდან და ნატო-დან არ იქნება
გუშინ პარიზში ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოალფ შოლცმა სოციალურ ქსელში დაწერა.
შოლცის თქმით, უკრაინას სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვა.
„გუშინ პარიზში ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის. მათ სჭირდებათ იარაღი, საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ერთი რამ ცხადია, რომ სახმელეთო ჯარები ევროპის ქვეყნებიდან და ნატო-დან არ იქნება“, – წერს შოლცი.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული.