ოლაფ შოლცი - ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ეს ყველას ესმის
პოზიციები განსხვავებულია, ეს ნათელი გახდა და ერთმანეთს ამდენ ხანს ამიტომ ვესაუბრეთ, მაგრამ ახლა მაინც მიმდინარეობს დისკუსიები. მჯერა, რომ სწორია, როდესაც ნატო-მ და ევროკავშირმა რუსეთის წერილებს უპასუხეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი არ ეთანხმება პასუხს, „ამბობს, რომ ის რამდენიმე კარგ ელემენტს შეიცავს და ეს კარგის ნიშანია“.
„რაც შეეხება განსხვავებულ შეხედულებებს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს იმდენად უჩვეულო სიტუაციაა, რომ საკითხი დღის წესრიგშიც არ დგას და ეს ყველას ესმის. ეს ალბათ, არ არის ის საკითხი, რომელთანაც ჩვენ ორს თანამდებობებზე ყოფნისას გვექნება საქმე. არ ვიცი, პრეზიდენტი თანამდებობაზე რამდენ ხანს აპირებს დარჩენას, მაგრამ განცდა მაქვს, რომ ეს შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ არა სამუდამოდ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.