გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ნატო არ გახდება ომის მხარე უკრაინაში.
ამის შესახებ შოლცი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„მოქალაქეები ყოველდღე შეშფოთებული მწერენ: იქნება ჩვენთან ომი? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება, იყოს: 80 წლის განმავლობაში ჩვენ თავიდან ავიცილეთ წარმოუდგენელი რამ, ეს ასე უნდა დარჩეს! ნატო არ გახდება ომის მხარე უკრაინაში“, – წერს ოლაფ შოლცი.