ოლაფ შოლცი - მზად ვართ, დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი თავდასხმებისგან, ეს არის გზავნილი რუსეთისთვის
მოსკოვისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ნატო მზად იქნება, დაიცვას თავი საჭიროების შემთხვევაში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც ასევე ესწრებოდა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია წამყვანი პოზიციით იყო წარმოდგენილი ნატო-ს კონტიგენტში ბალტიისპირეთში, რუსეთის საზღვართან თითქმის 10 წლის განმავლობაში.
„რუსეთის მხრიდან ვინაიდან საფრთხე მომავალშიც გაგრძელდება, ჩვენ და სხვა მოკავშირეებმა შარშან გადავწყვიტეთ დამატებითი შენაერთების განლაგება ბალტიისპირეთის ქვეყნებში და მომავალში იქ მთელი ბრიგადის განგთავსება. უსაფრთხოების პოლიტიკის ეს შემობრუნება აუცილებელია, რათა დავანახოთ რუსეთს: ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი თავდასხმებისგან. ეს არის გზავნილი ჩვენთვის, მაგრამ ეს ასევე არის გზავნილი რუსეთისთვის, რადგან ამ დაპირების სანდოობა, რა თქმა უნდა, ასევე რუსეთის გათვლების ნაწილია“, – განაცხადა შოლცმა.