ოლაფ შოლცი - მოვუწოდებ პუტინს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო თავდასხმა, შეწყვიტოს სისხლისღვრა და სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან
ოლაფ შოლცი - მოვუწოდებ პუტინს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო თავდასხმა, შეწყვიტოს სისხლისღვრა და სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან

პუტინს ტანჯვა და განადგურება მოაქვს თავისი უშუალო მეზობლებისთვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, 24 თებერვალი არის საშინელი დღე უკრაინისთვის და ბნელი დღე მთელი ევროპისთვის.

„უკრაინაზე თავდასხმით რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ისევ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. პუტინს ტანჯვა და განადგურება მოაქვს თავისი უშუალო მეზობლებისთვის. ის არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და საზღვრებს. ის უკრაინაში საფრთხეს უქმნის უამრავ უდანაშაულო ადამიანებს, რუსეთის მოძმე ხალხს და ბოლოს, ის საფრთხეს უქმნის მშვიდობის წესრიგს ჩვენს კონტინენტზე. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს არის პუტინის ომი. სანქციების მიზანი არის ჩვენება რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, რომ ისინი მწარე ფასს გადაიხდიან თავისი აგრესიისთვის. პუტინმა სერიოზული შეცდომა დაუშვა ამ ომით. მოვუწოდებ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო თავდასხმა, შეწყვიტოს სისხლისღვრა და სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან“, – განაცხადა შოლცმა.