მოვუწოდებ პუტინს, დაასრულოს ეს საშინელი ომი, – ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანნა მარინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„არავის სურს უკრაინაში რუსი დამპყრობლების ხილვა. უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობაც პუტინის შეჭრის წინააღმდეგია. ისინიც იბრძვიან სამშობლოს დასაცავად“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
გერმანიის მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს და ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს აძლევენ.