ოლაფ შოლცი - მოვუწოდე ჩინეთის მთავრობას, უფრო ძლიერად გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე ომის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჩინეთის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გამოიყენოს პეკინის გავლენა მოსკოვზე, რათა უბიძგოს რუსეთს, შეაჩეროს ომი უკრაინის წინააღმდეგ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდე ჩინეთის მთავრობას, უფრო ძლიერად გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე ომის საკითხთან დაკავშირებით. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავის ჯარები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იმუშავებს“, – განაცხადა შოლცმა პრესკონფერენციაზე.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა თავი უნდა შეიკავოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებისგან და ეს ომი არ უნდა იქცეს გაყინულ კონფლიქტად.
გერმანიაში ვიზიტით მყოფი ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსაც შეხვდა. როგორც გერმანიის პრეზიდენტის პრესსპიკერი წერს, მხარეებმა ღიად, დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე.