ოლაფ შოლცი - მოხარული ვართ, რომ საქართველოში ბევრი რეფორმა ტარდება, რომლებიც უნდა გაგრძელდეს, ვგულისხმობ სასამართლოს რეფორმას, რეფორმებს საპარლამენტო კონტროლის დარგში და დეოლიგარქიზაციის შესახებ
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველოში ბევრი რეფორმა ტარდება.
მისივე თქმით, რეფორმების პროცესი უნდა გაგრძელდეს.
ამასთან, როგორც ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად.
„მოხარული ვართ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა ტარდება, რომლებიც უნდა გაგრძელდეს, ვგულისხმობ სასამართლოს რეფორმას, საპარლამენტო კონტროლის დარგში რეფორმებს, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ რეფორმებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად, სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება, ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა შოლცმა.