ოლაფ შოლცი - მნიშვნელოვანია, ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ბევრი სხვა, ნათლად განაცხადონ, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჩინეთსა და სხვა „გავლენიან“ ქვეყნებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ უკრაინაში ომის შეჩერებას.
„მზარდ გავლენასთან ერთად იზრდება პასუხისმგებლობაც გლობალურ საკითხებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ბევრი სხვა, ჩაერთონ და ნათლად განაცხადონ, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა შოლცმა ბერლინში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას.
გერმანიის კანცლერმა ელჩების წინაშე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილებს სთხოვა, მხარი დაუჭირონ უკრაინაში ომის დასრულების იდეას მათ მთავრობებთან საუბრებშიც.
ცნობისთვის, მანამდე ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ სურს, რუსეთმა მონაწილეობა მიიღოს მეორე სამშვიდობო სამიტში, თუმცა ეს არ იმუშავებს, თუ თავდასხმები გაგრძელდება.