ოლაფ შოლცი - მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ევროპა ერთიანია
ჩვენ წინაშეა ძალიან მნიშვნელოვანი დავალება, რომ საომარი მოქმედებები დამთავრდეს, შევძლოთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, მოქალაქეებისა, ოჯახების, ბავშვების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და ყველა იმის, ვინც ამ ომით დაზარალდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პარიზში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განაცხადა.
როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ევროპა ერთიანია და ევროკავშირი ერთიანად უმკლავდება საკითხს.
„ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივის გამოკვეთა. ჩემს ფრანგ კოლეგებთან ერთად, ინტენსიურად ვესაუბრები სხვებსაც, ყოველთვის კონტაქტზე ვარ პრეზიდენტ ზელენსკისთან, მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე რუსეთის პრეზიდენტთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ევროპა ერთიანია და ევროკავშირი ერთიანად უმკლავდება საკითხს. ამ ერთიანობასა და სოლიდარობას, რაც ბოლო კვირებში ვაჩვენეთ, თითქოს არავინ ელოდა, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივისთვის. სანქციების შემუშავება ამ ერთობის გარეშე შეუძლებელია. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს ერთობა შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობას, ევროპაში პერსპექტივა აქვს“, – განაცხადა შოლცმა.