ოლაფ შოლცი - ირანი რისკავს მთელი რეგიონის გადაწვას, რაც ნებისმიერ ფასად უნდა ავირიდოთ
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ირანსა და „ჰეზბოლას“ მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ისრაელზე თავდასხმა.
„ირანი რისკავს მთელი რეგიონის გადაწვას, ეს ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან. „ჰეზბოლამ“ და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ თავდასხმები ისრაელზე“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ამასთან, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, პარტნიორებთან ერთად მუშაობას განაგრძობს.