ოლაფ შოლცი ინიციატივით გამოდის, გერმანიის ფედერალური მთავრობისთვის ტიკ-ტოკის გვერდი შეიქმნას
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ინიციატივით გამოდის, ფედერალური მთავრობისთვის ტიკ-ტოკის გვერდი შეიქმნას.
„ვფიქრობ, ეს დროული გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
კანცლერის თქმით, მას დიდი ხანია, ეკითხებიან, რატომ არიან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენლები ასე აქტიურები ტიკ-ტოკზე, ქრისტიან-დემოკრატები კი – არა. როგორც კანცლერმა აღნიშნა, მთავრობა და სამინისტროები, რამდენიმე თვეა, განიხილავენ, რომელ ონლაინპლატფორმებზე უნდა იყვნენ წარმოდგენილები და რომელზე – არა.
კანცლერის თქმით, ადრე ადამიანები უფრო მეტად სპორტულ კლუბებში, პაბებსა და ოჯახურ წრეში ურთიერთობდნენ, დღეს კი ზოგიერთი მოკავშირეს სოციალურ ქსელებში პოულობს მაშინაც კი, როცა მათი იდეები აბსურდულია.