ოლაფ შოლცი - გვსურს, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში, ასეთი გეგმები გვაქვს მოლდოვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით და პერსპექტივაში - საქართველოსთანაც
გვსურს, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში, ასეთი გეგმები გვაქვს მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით და პერსპექტივაში – საქართველოსთანაც, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.
„პირველ ყოვლისა, ეს ეხება ევროკავშირის გაფართოებას. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მიზანია, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში 20-წლიანი დაპირებების შემდეგ. ასეთი გეგმები გვაქვს ასევე მოლდოვასთან და უკრაინასთან და პერსპექტივაში – საქართველოსთანაც. რაც უფრო მეტია ევროკავშირის კომისარი, მით მეტი უნდა იფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება, ამან გონივრულად იმუშაოს. ბოლოსდაბოლოს, თქვენ არ შეგიძლიათ გააგრძელოთ მთავრობის გაფართოება ახალი სამინისტროების გამოგონებით. ასე რომ, ჩვენ მოგვიწევს პრაგმატული გადაწყვეტის პოვნა. ჩვენთვის, გერმანიაში აშკარად როლს თამაშობს კითხვა, რამდენი ადგილი აქვს ჩვენს დიდ წევრ ქვეყანას ევროპარლამენტში“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.