ოლაფ შოლცი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა უფრო რეალისტურია, ვიდრე აქამდე იყო
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში უფრო რეალისტურია, ვიდრე აქამდე იყო. ამასთან, პარლამენტში გამოსვლისას შოლცმა ისაუბრა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობაზეც.
„უნდა იყოს შესაძლებელი მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორში და ეს არის ის, რისი მიღწევაც ახლა საჭიროა“, – აღნიშნავს გერმანიის კანცლერი.
ოლაფ შოლცის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების სწრაფად მიწოდებისთვის საჭიროა დისკუსიები იმ ქვეყნებთან, რომელთაც შეუძლიათ, „ჰამასზე“ ზეწოლის მოხდენა.
„მე, ჩემი მხრივ, ყველას მოვუწოდე, რომ თავისი წვლილი შეიტანონ შეთანხმების სწრაფად მისაღწევად”,- დასძინა კანცლერმა შოლცმა.