გერმანიაში სასაზღვრო კონტროლი დიდხანს გაგრძელდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიამ საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასა და დანიასთან სასაზღვრო კონტროლი 16 სექტემბრიდან შემოიღო. სასაზღვრო კონტროლი გაძლიერებულია ასევე პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან და შვეიცარიასთან.
გადაწყვეტილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებისა და საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციებისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება.
ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ სასაზღვრო შემოწმებები „ბევრ გაღიზიანებას იწვევს“, თუმცა გერმანია არ აპირებს ამ კუთხით რაიმე ცვლილებას.
„ჩვენ ამას იმ,დენ ხანს გავაკეთებთ, რამდენიც საჭირო იქნება. და ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება“, – განაცხადა შოლცმა.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ქვეყნის სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს, ქვეყანაში 30 ათასზე მეტი ადამიანი არ შეუშვეს.