ოლაფ შოლცი - გერმანია არ გაგზავნის უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს
გერმანია არ გაგზავნის უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კანცლერმა ოლაფ შოლცმა კანადის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კანცლერმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის გაწეულ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ომი არ შეეხოს ნატო-ს საზღვრებს.
„ჩვენ მივაწოდეთ ყველა სახის თავდაცვითი აღჭურვილობა და გავაგზავნეთ იარაღი, რომლის თაობაზეც ვსაუბრობდით, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ, კონკრეტულად რას ვაკეთებთ და ცხადია, სამხედრო თვითმფრინავები ამის ნაწილი არ არის“,- აღნიშნა შოლცმა.