ოლაფ შოლცი - ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია გაფართოება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია გაფართოება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, გეოპოლიტიკური ევროპა ასევე იზომება იმით, ასრულებს თუ არა დაპირებებს მისი უშუალო მეზობლების წინაშე.
ოლაფ შოლცის განცხადებით, „ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიდი ევროპის შესახებ და ეს ეხება უკრაინას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, მოლდოვასა და მომავალში – საქართველოს“.
„ჩვენ გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი ევროკავშირის ნაწილი“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.