ოლაფ შოლცი - ევროკავშირი, ჩვენი ქვეყანა და სხვა ქვეყნებიც, საქართველოც, მუშაობენ და უნდა ვიმუშაოთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს
ევროკავშირიც, ჩვენი ქვეყანაც და სხვა ქვეყნებიც, საქართველოც, მუშაობენ და უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ოლაფ შოლცის თქმით, კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს.
„ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანის სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. ის უნდა გადაწყდეს მშვიდობით ორ ქვეყანას შორის და ჩვენ გვაქვს იმედები. იმედები, რაც ჩვენ გვქონდა, ახლა საფრთხეშია, მაგრამ ევროკავშირიც, ჩვენი ქვეყანაც და სხვა ქვეყნებიც, საქართველოც, მუშაობენ და უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გავხადოთ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.