ოლაფ შოლცი - ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გერმანია ესპანეთს ანგარიშით 1:0 დაამარცხებს
ოლაფ შოლცი - ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გერმანია ესპანეთს ანგარიშით 1:0 დაამარცხებს

ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გერმანია ესპანეთს 1:0 დაამარცხებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის კანცლერს პროგნოზის გაკეთება ჟურნალისტებმა სთხოვეს.

ესპანეთისა და გერმანიის მატჩი ხვალ შტუტგარტში გაიმართება და მას ოლაფ შოლციც დაესწრება.

„როიტერის“ ცნობით, გერმანიას ესპანეთი 1988 წლის შემდეგ ოფიციალურ ტურნირზე არ დაუმარცხებია, გერმანელებს კი იმედი აქვს, რომ წაგებათა ამ სერიას დაასრულებენ.