ოლაფ შოლცი - დარწმუნებული ვარ, აშშ-ის კონგრესი უკრაინას აუცილებელ მხარდაჭერას გაუწევს
დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი უკრაინას აუცილებელ მხარდაჭერას გაუწევს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაი დენკოვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
როგორც შოლცმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური პროცესი სწრაფად დაამტკიცებს დამატებით თანხებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის.
„დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინას აუცილებელ მხარდაჭერას გაუწევს. კონგრესში არის როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი წევრების დიდი რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და დიდი უმრავლესობა ამის მომხრეა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესი სწრაფად დაამტკიცებს დამატებით თანხებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ აშშ-ის პრეზიდენტთან, სხვა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან ერთად, ტელეფონით. აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი იყო, რომ ნამდვილად შესაძლებელია, მომავალში დავეყრდნოთ აშშ-ს ამ საკითხში“, – თქვა შოლცმა.