ოლაფ შოლცი - უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოსაც მივეცით ევროპაში მომავლის პერსპექტივა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაწევრიანების პროცესი გაჭიანურდა, სულ რამდენიმე თვეში ახალ იმპულსს გავცემთ
ჩვენ მივეცით უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოსაც ევროპაში მომავლის პერსპექტივა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, იგი იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხედულებას, რომ გეოპოლიტიკური ევროპა ბევრად უფრო ქმედუნარიანია.
„ჩვენ მივეცით უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოსაც ევროპაში მომავლის პერსპექტივა. წლების განმავლობაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაწევრიანების პროცესი გაჭიანურდა. ახლა, სულ რამდენიმე თვეში ახალ იმპულსს გავცემთ. სხვათა შორის, ევროპაზეა საუბარი: სწორედ ამ მთავრობამ ჩამოაყალიბა ხედვა ევროპის მომავლის შესახებ, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტი და სხვები წლების განმავლობაში ელოდნენ. მე ვიზიარებ მიზანს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეოპოლიტიკური ევროპისა, რომელიც ბევრად უფრო ქმედუნარიანია. არაფრის კეთება ძალიან ძვირი დაჯდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივმართავთ ენერგეტიკისა და სავაჭრო პოლიტიკაში არსებულ ხარვეზებს, რამაც მიგვიყვანა ცალმხრივად დამოკიდებულებამდე რუსეთზე და კონკრეტულად ჩინეთზე. სწორედ ამიტომ, წლების უგულებელყოფის შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამედროვე, ძლიერ ბუნდესვერს, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოკავშირეები“, – თქვა ოლაფ შოლცმა.