ოლაფ შოლცი - ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკის მომავალ პრეზიდენტთან მუშაობას, ერთი რამ ცხადია, ჩვენ, როგორც ევროპელებმა, უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა ჩვენი უსაფრთხოებისთვის
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროპა გააგრძელებს ამერიკის მომავალ პრეზიდენტთან მუშაობას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკის მომავალ პრეზიდენტთან მუშაობას და კითხვა, თუ როგორ იქნება ეს მიღწეული, ჩვენი დისკუსიების საკითხია. ერთი რამ ცხადია, ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, როგორც ევროპელებმა უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – თქვა შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და რომ „ევროპაში ომი დაბრუნდა“.
„რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და აგრძელებს ამ ომს შეუცვლელი სისასტიკით. ჩვენ ასევე ვხედავთ კონფლიქტის ესკალაციის მუდმივ საფრთხეს ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ აუცილებელია და სწორია, რომ ევროპა და ევროკავშირი ერთად იდგნენ, ერთიანად და ძლიერად“, – თქვა შოლცმა.