ოლაფ შოლცი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურას უჭერს მხარს
ოლაფ შოლცი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურას უჭერს მხარს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯო ბაიდენის კანდიდატურას უჭერს.

მისი თქმით, ბაიდენის მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში ნიშნავს, რომ მან ზუსტად იცის, რა უნდა გაკეთდეს მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად.

„ვფიქრობ, მოქმედი პრეზიდენტი უკეთესია, ამიტომ მინდა, ხელახლა აირჩიონ“, – განაცხადა შოლცმა ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას.

ამასთან, შოლცმა დონალდ ტრამპი საზოგადოების გახლეჩაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ტრამპის არჩევა უარყოფით გავლენას მოახდენს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებზე, არამედ გერმანიაზეც.

„ყველა ადამიანი თუ მხოლოდ ერთმანეთის წინააღმდეგ წავა, მაშინ კარგი მომავალი ვერ იქნება, სწორედ ამიტომ ყოფილი პრეზიდენტი მხარს უჭერს ქვეყანაში დიდ განხეთქილებას“, – განაცხადა შოლცმა.