ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსეთში სამიზნეებზე გერმანული შეიარაღების გამოყენება რუსეთთან ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის
გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინის მიერ რუსეთში მდებარე სამიზნეებზე გერმანული შეიარაღების გამოყენება რუსეთთან ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის.
როგორც ოლაფ შოლცი განმარტავს, უკრაინის უფლებაა, გამოიყენოს დასავლური შეიარაღება, რითიც კიევი შეძლებს, რუსული თავდასხმებისგან დაიცვას თავისი მსხვილი ქალაქები.
„აშშ-ის პრეზიდენტმა როგორც თქვა, საუბარია მხოლოდ მსხვილი ქალაქების დაცვის შესაძლებლობაზე, მაგალითად, ხარკოვზე“, – აღნიშნა შოლცმა.
კანცლერი ასევე დასძენს, რომ უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების რუსეთში გამოყენებაზე უფლების მინიჭების საკითხი დეტალურად იქნა განხილული გერმანიის „მოკავშირე მეგობრებთან“.
გერმანიამ უკრაინას მის მიერ გადაცემული შეიარაღების რუსულ სამიზნეებზე გამოყენების უფლება 31 მაისს მიანიჭა. ასეთივე ნებართვა მიიღო კიევმა აშშ-ისგან და სხვა ევროპული ქვეყნებისგან.