ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება
უახლოეს მომავალში უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „ველტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს კრიტერიუმები მოიცავს მთელ რიგ პირობებს, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ვერ ასრულებს.
„2008 წელს ბუქარესტში ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს გრძელვადიანი პერსპექტივები. ყველასთვის ნათელია, რომ ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში. ასევე იმიტომ, რომ ნატო-ს კრიტერიუმები მოიცავს მთელ რიგ პირობებს, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ვერ ასრულებს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა.