ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ თავდამსხმელი, რომელმაც გერმანიაში, მუსიკალურ ფესტივალზე სამი ადამიანი მოკლა, სწრაფად უნდა იყოს დაკავებული და კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გერმანიის სამხრეთით, ქალაქ სოლინგენში, მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარ თავდასხმას გმობს.
„ვგლოვობთ დაღუპულებს და მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ ოჯახებს. დაჭრილებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. დამნაშავე რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაკავოთ, ის კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს“, – ნათქვამია ოლაფ შოლცის განცხადებაში.
მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმა გვიან ღამით მოხდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა დანით სამი ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.