ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ სურს, რუსეთმა მონაწილეობა მიიღოს მეორე სამშვიდოო სამიტში, თუმცა ეს არ იმუშავებს, თუ თავდასხმები გაგრძელდება
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ სურს, რუსეთმა მონაწილეობა მიიღოს მეორე სამშვიდოო სამიტში, თუმცა ეს არ იმუშავებს, თუ თავდასხმები გაგრძელდება.
კანცლერმა აღნიშნა, რომ, უკრაინის აუცილებელი სამხედრო მხარდაჭერის გარდა, აუცილებელია ომის სიტუაციიდან გამოსავლის გზების შესწავლაც.
ოლაფ შოლცი ამტკიცებს, რომ მას, ისევე როგორც უკრაინას, სურს მორიგი სამშვიდობო სამიტი, რომელშიც რუსეთმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.
„რა თქმა უნდა, ეს არ იმუშავებს, თუ ადამიანი, რომელიც იქ უნდა იჯდეს, იტყვის, რომ აგრძელებს თავდასხმას“, – განაცხადა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის განმარტებით, დარწმუნებულია, ვითარება მოითხოვს იმას, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკაში: სიცხადეს, სიმტკიცესა და ნებისყოფას.