ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, თუ კრემლი უკრაინაში ომს დაასრულებს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უკრაინაში ომს დაასრულებს.
„ამ დროისთვის, ის ურთიერთობები, რაც გვაქვს, მცირდება. თუმცა რუსეთს, თუ ომს დაასრულებს, განახლებული ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა წინა გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთი არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე მოსკოვი არ გაიყვანს თავის ჯარს უკრაინიდან.