ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი რუსული ჯარების გაყვანით უნდა დასრულდეს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი რუსული ჯარების გაყვანით უნდა დასრულდეს.
„გასაგებია, როგორ შეიძლება, დასრულდეს ეს ომი. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ.
ოლაფ შოლცის განცხადებით, ომის დასრულების ასეთი სცენარი აუცილებელია, რათა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ძალით არ განახორციელოს თავისი იმპერიალისტური მიზნები და შეცვალოს საზღვრები ევროპაში.
შოლცმა ასევე დაადასტურა, რომ ევროკავშირის ქვეყნები მხარს დაუჭერენ უკრაინას, ვიდრე საჭირო იქნება. მანამდე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის სწრაფ დასრულებას არ ელოდება.