ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ნატო უკრაინაში მიმდინარე ომის მხარე არ უნდა გახდეს
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ნატო უკრაინაში მიმდინარე ომის მხარე არ უნდა გახდეს

გერმანიის კანცლერმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ნატო უკრაინაში მიმდინარე ომის მხარე არ უნდა გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა ორივე ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობა მშვიდობის დამყარების საკითხში. მისივე თქმით, გერმანიის პოზიცია ნათელია, მხარი დაუჭიროს უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

„ამავდროულად, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ გახდეს ომის მხარე, ეს ომი არ გადაიზარდოს გაცილებით უფრო დიდ კატასტროფაში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ორივე სახელმწიფო ერთად მუშაობს ძლიერი ნატო-სთვის, რომელიც დაიცავს ალიანსის ტერიტორიის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს.