ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში სამართლიან მშვიდობასთან დაკავშირებით
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში სამართლიან მშვიდობასთან დაკავშირებით. რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხზე ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
შოლცმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა მკაფიო პრინციპების დაცვის მნიშვნელობას: არასდროს იქნება გადაწყვეტილებები „უკრაინის გარეშე და არასდროს იქნება უახლოეს პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე“.
ამასთან, კანცლერმა დასძინა, რომ ყოველდღიურად უამრავი რუსი ჯარისკაცი ხდება რუსეთის პრეზიდენტის იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლი.
„ისინიც მისი ქვეყნის გაფართოებისკენ მიმართული პოლიტიკის მსხვერპლნი არიან, რაც ევროპაში არ უნდა გამეორდეს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.