ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის გარეთ მიგრანტთა ცენტრების შექმნა გერმანიის მსგავსი დიდი ქვეყნისთვის გამოსავალი არ არის
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის გარეთ მიგრანტთა ცენტრების შექმნა გერმანიის მსგავსი დიდი ქვეყნისთვის გამოსავალი არ არის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მიგრანტთა ცენტრების შექმნა, როგორც ეს იტალიამ გააკეთა, გერმანიისთვის გამოსავალი არ არის. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტზე მისვლისას განაცხადა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, მიგრაციის თემა განიხილება.

„ნათელია, კონცეფციები, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილს, თუ შევხედავთ ციფრებს, არ არის რეალურად გამოსავალი გერმანიის მსგავსი დიდი ქვეყნისთვის. გასულ წელს გერმანიაში არალეგალურად 300 ათასი ადამიანი ჩამოვიდა. ეს ზედმეტად ბევრია. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ: ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის მომავალ მდგრადობას კვალიფიციური მუშახელისთვის იმიგრაციის დაშვებით. ჩვენ ეს შესაძლებელი გავხადეთ ჩვენი კანონებით“, – განაცხადა შოლცმა.

ცნობისთვის, რომსა და ტირანას შორის ორმხრივი შეთანხმებით, ალბანეთში მიგრანტთა დროებითი განთავსების ორი ცენტრი 11 ოქტომბერს ამოქმედდა. ამ შეთანხმების ფარგლებში მიგრანტთა პირველი ჯგუფი იტალიიდან ალბანეთში გუშინ ჩაიყვანეს. მიგრანტთა პირველი ჯგუფი 16 პირისგან შედგება, რომლებიც იტალიაში არალეგალურად ჩასვლას ლიბიიდან ნავებით ცდილობდნენ. ისინი დროებითი განთავსების ცენტრში დოკუმენტების გაფორმების დასრულებამდე დარჩებიან. თავშესაფრის მოთხოვნაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მათ იტალიაში გადაიყვანენ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი სამშობლოში დააბრუნებენ.