ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. როგორც კანცლერმა აღნიშნა, საუბარია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მაშინ, როდესაც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება და ბერლინი დიდი ხანია, რაც მოკავშირეებთან ამ თემაზე საუბრობს.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება საუბარი ომის გაყინვასა და რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის ლეგიტიმაციაზე, როგორც ამას ზოგიერთი მხარე აცხადებს.
„რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს მეზობელი ტერიტორიების ხელში ჩაგდება. მას აქვს ასეთი გეგმა უკრაინასთან მიმართებაში და, ცხადია, ეს გეგმა აქვს ბელარუსის მიმართაც“, – განაცხადა შოლცმა.
როგორც შოლცმა აღნიშნა, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა და „კონკრეტული საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე“.
„მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება და ჩვენ არ დავთანხმდებით დაწესებულ მშვიდობას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები“, – აღნიშნა შოლცმა.