ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ ნერვიულობს ბაიდენის ფიზიკურ მდგომარეობაზე
ოლაფ შოლცის თქმით, ის არ ნერვიულობს ბაიდენის ფიზიკურ მდგომარეობაზე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
„არა, მე არ ვნერვიულობ. მე ვიცი ხშირი საუბრიდან, რომელიც მქონდა ამერიკის პრეზიდენტთან, რომ მან ეს სამიტი კარგად მოამზადა. ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული და რომლებიც შემუშავდა, იყო ძალიან მჭიდროდ კოორდინირებული. ამიტომ ეს იქნება ძალიან წარმატებული სამიტი“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე.
ცნობისთვის, მანამდე გამოცემა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელის მიხედვითაც, აშშ-ის მოკავშირეები შიშობენ, რომ ჯო ბაიდენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხებას ვერ შეძლებს.