ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ აპირებს, უკრაინის შეიარაღების შეჯიბრში ჩაერთოს
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, არ აპირებს, უკრაინის შეიარაღების შეჯიბრში ჩაერთოს.
ბუნდესტაგის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, კანცლერმა ღიად გააკრიტიკა ქვეყნებს შორის „საჯარო შეჯიბრი“ იმასთან დაკავშირებით, ვინ მიაწვდის უკრაინას შეიარაღებას და აღნიშნა, რომ ეს მოკავშირეებს შორის „ერთიანობას ვნებს“.
„ჩვენს ალიანსებს შორის ერთსულოვნება ყველაზე ღირებული აქტივია“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა და აღნიშნა, რომ „უკრაინა ეკუთვნის ევროპას, მისი მომავალი ევროკავშირშია და ეს დაპირება სრულდება“.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ვერ მიაღწევს მიზანს ვერც ბრძოლის ველზე და ვერც მშვიდობის გზით.