ოლაფ შოლცი ​- უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპა გადალახავს მომავლის გამოწვევებს ძლიერი და სუვერენული გზით
ოლაფ შოლცი ​- უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპა გადალახავს მომავლის გამოწვევებს ძლიერი და სუვერენული გზით

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ძლიერი და სუვერენული ევროპის იდეით გამოდის. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროპის ლიდერების შეხვედრაზე აქცენტი ძლიერ უკრაინულ არმიაზე უნდა გაკეთდეს.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპა გადალახავს მომავლის გამოწვევებს ძლიერი და სუვერენული გზით. ეს მოიცავს კითხვას, თუ როგორ შეგვიძლია, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და იმის უზრუნველყოფა, რომ ის ახლა მარტო არ დარჩეს; მეორე კითხვაა, თუ როგორ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განვითარება, ასევე გავზარდოთ საკუთარი უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ხარჯები ევროპაში უსაფრთხოების მიზნებისათვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.