რუსეთის მიერ ოდესაზე იერიშს სამი პირი ემსხვერპლა, დაშავდა შვიდი ადამიანი

15:52, 18.11.2026

რუსეთის მიერ ოდესის ცენტრში იერიშის შედეგად სამი პირი დაიღუპა, დაშავდა შვიდი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავებულებს სამედიცინო პერსონალი მკურნალობს.

„სამწუხაროდ, ოდესის ცენტრში მტრის თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი გარდაცვალება დადასტურდა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ორი ქალია და ერთი მამაკაცი“, – აცხადებს ოლეგ კიპერი.

ამასთან, იერიშის შედეგად ჩაიმსხვრა საცხოვრებელი კორპუსების, კაფეებისა და მაღაზიების ფანჯრები. დაიწვა – ერთი, ხოლო დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.

მსგავსი