ოკუპირებულმა ცხინვალმა ე.წ. საზღვარი ორი დღით ჩაკეტა
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონში ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის სტუმრობის გამო, ე.წ. საზღვარი ორი დღით ჩაკეტა.
შეზღუდვა დღეს დილის 06:00 საათიდან ამოქმედდა და ხვალ, 27 ნოემბრის 21:00 საათამდე გასტანს, – განმარტავს ოკუპირებული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „რეს“.